Monday, February 7, 2011

კალენდარი, კალენდარული სისტემები

კალენდარი (ლათ. Calendarium) არის დღეების ორგანიზების სისტემა სოციალური, რელიგიური, კომერციული, ადმინისტრაციული და სხვა მიზნებისათვის. ამისათვის დროის შუალედებს ენიჭება სახელები. გავრცელებული კალენდრებისათვის ეს პერიოდებია (დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი, საუკუნე) და ისინი განისაზღვრება ცის სხეულთა მოძრაობებით (მზის ამოსვლა-ჩასვლა, წელიწადის დროთა ცვლა, მთვარის ფაზების მონაცვლეობა), რაც ადვილად და საყოველთაოდ შეიმჩნევა და უშუალოდ მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე და საქმიანობაზე. ყველა პერიოდის შორის უფრო გამოკვეთილი და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული დღე-ღამეა, რომელიც განისაზღვრება დედამიწის მობრუნებით თავისი ღერძის ირგვლივ.

წყარო

No comments:

Post a Comment