რას ემყარება საათის მუშაობის პრინციპი?
როგორი საათი გვხვდება?
მოკლედ ამ კითხვებზე პასუხი იხილეთ ამ პოსტში.
საათის მუშაობა ემყარება მუდმივ პერიოდულ პროცესებს (დედამიწის ბრუნვას, ელექტრულ რხევებს, ქანქარას, კვარცის ფირფიტასა და მოლეკულაში ატომების რხევებს და სხვა). საათი არის საყოფაცხოვრებო (მაჯის, მაგიდის, კედლის, კოშკისა და ა. შ.) და სპეციალური დანიშნულებისა (რადიოშუქურის, სასიგნალო, საპროცედურო, ასტრონომიური, საჭადრაკო, სატაბელო და სხვა). მეტად ზუსტია კამერტონიანი საათი, რომელშიც გამოყენებულია კამერტონის სტაბილური რხევები (ცდომილება დღე-ღამეში ± 0,1 წმ), კვარციანი საათის მუშაობა ემყარება პიეზოელექტრულ ეფექტს [ცდომილება 100 ნწმ (10-7 წმ)]. მოლეკულური და ატომური საათის სვლის კორექტირება ხდება მოლეკულური გენერატორით [ცდომილება 100 ნწმ (10-9 წმ)]
No comments:
Post a Comment