Monday, February 7, 2011

გრიგორიანული კალენდრის ისტორია

მაიას ტომის კალენდარი

იულიუსის კალენდრის ისტორია



კალენდარი, კალენდარული სისტემები

კალენდარი (ლათ. Calendarium) არის დღეების ორგანიზების სისტემა სოციალური, რელიგიური, კომერციული, ადმინისტრაციული და სხვა მიზნებისათვის. ამისათვის დროის შუალედებს ენიჭება სახელები. გავრცელებული კალენდრებისათვის ეს პერიოდებია (დღე-ღამე, კვირა, თვე, წელიწადი, საუკუნე) და ისინი განისაზღვრება ცის სხეულთა მოძრაობებით (მზის ამოსვლა-ჩასვლა, წელიწადის დროთა ცვლა, მთვარის ფაზების მონაცვლეობა), რაც ადვილად და საყოველთაოდ შეიმჩნევა და უშუალოდ მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაზე და საქმიანობაზე. ყველა პერიოდის შორის უფრო გამოკვეთილი და ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული დღე-ღამეა, რომელიც განისაზღვრება დედამიწის მობრუნებით თავისი ღერძის ირგვლივ.

წყარო

დროის მეტროლოგია

მეტროლოგია, ეს არის მეცნიერება გაზომვების შესახებ...
”Measuring time is a continuous activity, an international and restless enterprise hidden in time laboratories spread all over the planet. The Bureau International des Poids et Mesures is charged with coordinating activities for international timekeeping and it makes use of the world's capacity to produce a remarkably stable and accurate reference time-scale. Commercial atomic clocks beating the second in national laboratories can reach a stability of one part in over a 5 day averaging time, compelling us to research the most highly performing methods of remote clock comparison. The unit of the international time-scale is the second of the International System of Units, realized with an uncertainty of the order by caesium fountains. Physicists in a few time laboratories are making efforts to gain one order of magnitude in the uncertainty of the realization of the second, and more refined techniques of time and frequency transfer are in development to accompany this progress. Femtosecond comb technology will most probably contribute in the near future to enhance the definition of the second with the incorporation of optical clocks. We will explain the evolution of the measuring of time, current state-of-the-art measures and future challenges.”
ეს არის მოკლე რეზიუმე სტატიის ”The Metrology of Time”, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულიდან.

საინტერესო წიგნი მოზარდებისათვის

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დრო დიდ როლს თამაშობს, მაგრამ არავინ იცის ზუსტად, თუ რა არის სინამდვილეში ის. ამ წიგნში საინტერესოდაა განხილული დროის გაზომვა, მისი ისტორია და ყოველდღიური კალენდრის შექმნის სიძნელეები. განმარტებულია, თუ რა ზემოქმედებს პიროვნული დროის შეგრძნებაზე და რა გარეგანი ფაქტორები ახდენენ გავლენას ადამიანების, ცხოველების და მცენარეების შინაგან საათზე.


წიგნი ”დრო და კალენდარი”, რომელიც გამომცემლობა ”ელვა”-მ გამოუშვაძალიან საინტერესო იქნება პატარებისათვის..

საათი, დროის საზომი ხელსაწყო.

რას ემყარება საათის მუშაობის პრინციპი?
როგორი საათი გვხვდება?
მოკლედ ამ კითხვებზე პასუხი იხილეთ ამ პოსტში.
საათის მუშაობა ემყარება მუდმივ პერიოდულ პროცესებს (დედამიწის ბრუნვას, ელექტრულ რხევებს, ქანქარას, კვარცის ფირფიტასა და მოლეკულაში ატომების რხევებს და სხვა). საათი არის საყოფაცხოვრებო (მაჯის, მაგიდის, კედლის, კოშკისა და ა. შ.) და სპეციალური დანიშნულებისა (რადიოშუქურის, სასიგნალო, საპროცედურო, ასტრონომიური, საჭადრაკო, სატაბელო და სხვა). მეტად ზუსტია კამერტონიანი საათი, რომელშიც გამოყენებულია კამერტონის სტაბილური რხევები (ცდომილება დღე-ღამეში ± 0,1 წმ), კვარციანი საათის მუშაობა ემყარება პიეზოელექტრულ ეფექტს [ცდომილება 100 ნწმ (10-7 წმ)]. მოლეკულური და ატომური საათის სვლის კორექტირება ხდება მოლეკულური გენერატორით [ცდომილება 100 ნწმ (10-9 წმ)]